ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელგრადში, ანტისამთავრობო აქციაზე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ანტისამთავრობო აქციაზე 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. პროტესტს შეუერთდნენ სტუდენტები, მასწავლებლები და ფერმერები.

ამასთან, დაპირისპირება მოხდა ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს, პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მხარდამჭერებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის.

პოლიციის ინფორმაციით, მათ დღის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მომხდარი ინციდენტების დროს 13 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ვუჩიჩის სამი მხარდამჭერი ფერმერების ტრაქტორებზე თავდასხმის გამო.

უცხოური მედიის ცნობით, სერბეთის დედაქალაქში 15 მარტს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა.

ბელგრადის ცენტრში მოსახლეობამ კიდევ ერთხელ მოითხოვა მთავრობის გადადგომა.

იტვირთბა....