“aქ რაც მოხდება, ყველაფერი თქვენს კისერზე იქნება. ნუ გამაბოროტეთ აქ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთხოვნებს შეასრულებთ”,- ასე პასუხობს ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა პოლიციის თანამშრომელს, რომელიც მძევლების აყვანის დროს პირდაპირ კობტაქტზე იმყოფებოდა.
აღნიშნული ვიდეოჩანაწერები TV “პირველმა გაავრცელა, რომელიც 22 ოქტომრით თარიღდება და ესებუას მძევალის დახმარებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამეტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა ეკონტაქტება.
ესებუა მაღალჩინოსანს უსაფრთხოების გარანტიას სთხოვს და ეუბნება, თუ სამართალდამცავები შტურმს დაიწყებენ, იძულებული გახდება ხელყუმბარა მოქმედებაში მოიყვანოს.
“ვალაგებ ამ თემას, რომ ეს თანხა მოვიტანო. ისეთ თანხას ითხოვ, 2 წუთში ვერ მექნება. შენ ეს მითხარი, როგორ გირჩევნია, მოგიტანო ეს თანხა, დაგიდო.გარანტია მომეცი, რომ ამ ხალხს არავის თმის ღერი არ ჩამოუვარდება”- ამბობს მაღალჩინოსანი.
პასუხად ესებუა ეუბნება, რომ როგორ განვითარდება მოვლენები, მასზეა დამოკიდებული.
“მე გარანტიას გაძლევ, ამ ხალხისთვის რომ მდომებოდა რამე დამეშავებინა, აქამდე დავუშავებდი. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. აქ რაც მოხდება, ყველაფერი თქვენს კისერზე იქნება. ნუ გამაბოროტეთ აქ, ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთხოვნებს შეასრულებთ”- პასუხბს ბადრი ესებუა.
მაღალჩინოსანი როცა ეუბნება, რომ მძევლებს ის ჩაენაცვლებოდა, ესებუა პასუხობს: “ტრაკი დააყენე და ნუ მასწავლი აქ რაღაცეებს. შენ როგორც გინდა ისე არ იქნება. ულტიმატუმებს აქეთ ნუ მიყენებთ.”