ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა ბედი ეწევათ სხვებს, ვინც ასეთივე მეტყველ კადრში ვერ მოხვდა?”- ჟურნალისტი “აფრიკაში” მცხოვრებლებზე

ჟურალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ეხმიანება.

ჟურნალისტი სვამს კითხვას, თუ რა ეშველება იმ ადამიანებს, ვინც მედიის დახმარებით კადრში ვერ მოხვდა.

“მეტრონომი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“სანამ იმ უბედური ოჯახისთვის კალოშას “ნაყიდ” ბინაზე კურცხალი გადმოგვარდება, იკითხე:

1. რა ბედი ეწევათ სხვებს, ვინც ასეთივე მეტყველ კადრში ვერ მოხვდა?

2. თავისი ჯიბიდან გადაიხადა ფული, სახელმწიფოსი თუ ვინმე “პადელნიკის”?

3. რა ღირს მიწის ნაკვეთი, რომელიც გუშინ ბულდოზერით მოასუფთავა?

4. რამდენია პირადად მისი “ატკატი” ამ ნაკვეთის გასაყიდი ტენდერის შემდეგ?

5. ეს “ატკატი” რამდენჯერ აღემატება გუშინ ნაყიდი ბინის ფასს?” – წერს თენგო გოგოტიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აფრიკის დასახლებაში დაპირისპირება 15 დეკემბერს, დილიდან დაიწყო, ადგილზე იმყოფებაოდა პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობდა. ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა მამა-შვილის ფოტო, რომელმაც საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ისინი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებნი არიან.

აღნიშნულ ფოტოს გამოეხმაურა დედაქალაქის მერი, კახი კალაძე და განაცხადა, რომ ფოტოზე გამოსახულ მამა-შვილის სახლი არავის დაუნგრევია. თუმცა, როგორც კალაძემ თქვა, მან გაარკვია, რა პირობებში ცხოვრობს ეს მამა-შვილი და ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა.

იტვირთბა....