ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ეს არის მიწების უკანონო გატაცება, ვიდრე მე ვარ ქალაქის მმართველი, ამას არ დავუშვებ”- კალაძე აფრიკის დასახლებაში საცხოვრებელი სახლების დემონტაჟს ეხმიანება

თბილისის მერი კახა კალაძე  აფრიკის დასახლებაში ადგილობრივების პროტესტს ეხმიანება, რომელიც სახოვრებელი სახლების დემონტაჟითაა გამოწვეული.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს ტერიტორია არის სახელმწიფო საკუთრების, ხოლო ადამიანები, რომლებიც მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ, მათ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები.

“არ გაავრცელოთ არასწორი ინფორმაცია, არ მოატყუოთ მოსახლეობა. იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. ამ ტერიტორიების დაკავება მიზანმიმართულად ხდება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ წლების განმავლობაში მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

ეს არიან ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ სახლები, ეს არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მიწები .

ეს არის მიწების უკანონო გატაცება, არ გამოვრიცხავ, რომ ამის უკან იყოს ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ასეთი გადაწყვეტილებებით. ვიდრე მე ვარ ქალაქის მმართველი, არ დავუშვებ, რომ სახელმწიფო ქონების უკანონო გატაცებები მოხდეს,”- აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, აფრიკის დასახლებაში ამ დროისთვის კვლავ დაძაბული ვითარებაა. მერიის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის მოხდა დაპირისპირებაც. ადგილზე იმყოფება პოლიციაც, რომელიც ადგილობრივების დაშლას ცდილობს.ადგილობრივების პროტესტი დასახლებაში მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებული  შენობა-ნაგებობის დემონტაჟს მოჰყვა.

იტვირთბა....