მთავარი ციტატა

“ვიღაცები ძალიან შერცხვენილები იქნებიან, თან რომ მანდატებს ხევენ და თან მოლაპარაკებას ხელს მოაწერენ”- ელისაშვილი

“უისტორიულესი მომენტი არის ის შეთანხმება იმიტომ, რომ ჩვენ ქართულ ოცნებას რაღაცები გამოვგლიჯეთ, ელჩების მეშვეობით. თუ ჩვენ ხელს მოვაწერთ იმ შეთანხმებას და ხელში გვეჭირება კარგი საარჩევნო სისტემა, თუ გამოვლენ პოლიტპატიმრები, თუ პატიოსანი საარჩევნო წესები გვექნება, იქიდან ყველანი გამარჯვებულები გამოვალთ. იმ ოთახიდან არავინ გამოვა დამარცხებული. ვიღაცები, უბრალოდ, ძალიან შერცხვენილები იქნებიან, თან რომ მანდატებს ხევენ და თან რომ მოლაპარაკებას ხელს მოაწერენ, მაგრამ ისიც მათი არჩევანია, ეს კიდევ ჩვენი არჩევანია.:L

ალეკო ელისაშვილი  – პარტია მოქალაქეების ლიდერი

აღნიშნულით ალეკო ელისაშვილი პარტიული სიების ჩახსნასთა დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაფორმებულ მემორანდუმს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერა ხელი. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს პარტია “გირჩის”, “მოქალაქეებისა” და “რესპუბლიკელების” წარმომადგენლებმა.

 

იტვირთბა....