ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“18 მარტს, პრეზიდენტ პუტინთან ვისაუბრებ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე” – ტრამპი

დონალდ ტრამპის განცხადებით, ხვალ დილით ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ.

ტრამპის თქმით,  საბოლოო შეთანხმების ელემენტები თითქმის მიღწეულია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი.

“(18 მარტს) დილით პრეზიდენტ პუტინს დაველაპარაკები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. საბოლოო შეთანხმების მრავალი ელემენტი უკვე მიღწეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ათასობით ახალგაზრდა ჯარისკაცი და სხვა ადამიანები იღუპებიან. ყოველ კვირას 2,500 ჯარისკაცი კვდება ორივე მხრიდან და ეს უნდა დასრულდეს ახლავე. მოუთმენლად ველი საუბარს პრეზიდენტ პუტინთან”.წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....