ოპოზიციურმა პარტიებმა დღეს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
პარტიის წევრები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში არიან შეკრებილი, სადაც გადაწყვეტილება 5-მა ოპოზიციურმა პარტიამ სამი დოკუმენტი გაფორმა.
პირველი დოკუმენტი მთლიანად ოპოზიციური სპექტრის განცხადებაა, რომ არჩევნები გაყალბებულია და ისინი არ აღიარებენ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ამავე დოკუმენტში წარმოდგენილია ოპოზიციის მთავარი მოთხოვნებიც, მათ შორის, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით.
მეორე დოკუმენტი წარმოადგენს იმ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებებს, ვინც არჩევნების შედეგების მიხედვით, მოიპოვეს მანდატები, თუმცა უარს აცხადებენ ამ მანდატებსა და პარლამენტში შესვლაზე.
მესამე დოკუმენტით კი ისინი მიმართავენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს თამარ ჟვანია „სიების ჩახსნასთან“ დაკავშირებით.
საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“ და “ლეიბორისტული პარტია”. ცერემონიაში მონაწილეობას არ მიიღებს და მანდატებს ინარჩუნებს “გირჩი” და ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები”.
აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.
პარალელურად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომა მიმდინარეობს. პარლამენტის შენობასთან იმართება საპროტესტო აქციაც, სადაც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.