საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სოციალ ქსელში ვრცელი ტექსტი გამოაქვეყნა, სადაც ის რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების შესახებ საუბრობს.
“პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოავლინა გამბედაობა, როდესაც მიიღო აშშ-ს წინადადება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა რუსეთმა უნდა დაამტკიცოს, რომ მართლაც სურს მშვიდობა.
საკმარისი სიკვდილია.
საკმარისი განადგურებული სიცოცხლეა.
საკმარისი ნგრევაა.
იარაღი უნდა დადუმდეს. მხეცობა და საბოტაჟი უნდა შეწყდეს. დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. ეს არის პირობები, რომლებიც რუსეთმა უნდა შეასრულოს და დარწმუნებული ვარ ტრამპი ამ საქმის ერთგულია.
ახლა ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად წინ უნდა ვიაროთ, რომ წარმოვადგინოთ კონკრეტული სამშვიდობო გეგმა. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უკრაინას საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს. სამშვიდობო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს მყარ მშვიდობას უკრაინასა და ევროპაში. სამშვიდობო გეგმა, რომელიც საშუალებას არ მისცემს რუსეთს ხელახალი თავდასხმისთვის.”– წერს მაკრონი.