ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ისლამური სახელმწიფოს სახელით ვრცელდება მორიგი მუქარა საქართველოს მიმართ (ვიდეო)

ინტერნეტში ტერორისტული დაჯგუფების «ისლამური სახელმწიფოს» სახელით ვრცელდება ვიდეო მიმართვა. პირები, რომლებიც საუბრობენ ქართულ ენაზე, მიმართავენ საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს, უხმობენ მათ «ისლამური სახელმწიფოს» მხარდაჭერისკენ, ხოლო საქართველოს კი ემუქრებიან  «ხალიფატის» მოსვლით.

მიმართვის ერთ-ერთი ავტორია ხვიჩა გობაძე. მისი მამის ილია გობაძის თქმით, მას არ უნახავს აღნიშნული ვიდეო მიმართვა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი შვილი ამჟამად არ იმყოფება საქართველოში.

«ჩემი შვილი დაახლოებით ორი თვის უკან მეგობრებთან ერთად გაემგზავრა თურქეთში სამუშაოდ. მას შემდეგ მე რამდენჯერმე დავეკონტაქტე მათ, მას შემდეგ ისინი საქართველოში არ დაბრუნებულან.

მე არ ვიცი, სად არის იგი ამჟამად. არც ის ვიცი რას წარმოადგენს მუქარის შემცველი ვიდეო.მე არ მაქვს ინტერნეტი, ამ მიზეზით არაფერი მინახავს. ერთადერთი რაც ვიცი ის არის რომ», – განაცხადა ილია გობაძემ.

მიმართვის ოთხი ავტორიდან დარჩენილი სამი პიროვნებაა – რობერტ პაკსაძე, ბადრი ირემაძე და მამუკა ანთაძე, რომლებიც წარმოშობით არიან ოზურგეთის რაიონიდან.

იტვირთბა....