ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, დღეს, 11 დეკემბერს, პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გახსნის.
რის შემდეგაც, სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე, ლადო კახაძე გაუძღვება, რადგან ის პარლამენტის უხუცესი წევრია.
მართალია, მეათე მოწვევის პარლამენტის უხუცესი წევრი ენმ-ის საარჩევნო სიის პირველი ნომერი, ბუბა კიკაბიძეა, თუმცა პარტია, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, ბოიკოტის რეჟიმშია.