aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას“ – ხაჩიძე ჯაფარიძეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„გირჩის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე პარტიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს, მხარდაჭერას უცხადებს ზურაბ ჯაფარიძეს დაა ყველა იმ „გირჩელს“, ვინც მას უნდა ს გვერდით.

„Zurab Girchi Japaridze – გირჩი – სახელად პარტიას მე დავარქვი. შემდეგ ისე მოხდა, რომ შენი ნაწილობრივი „ნათლიაც“ გამოვედი.

„გირჩი“ იდეაა, უნიკალური იდეა და ამ იდეის მთავარი მამოძრავებელი კაცი, რა თქმა უნდა, შენ ხარ!
ეს ასე იყო დასაწყისიდან და ასეა ახლაც. თუ ვინმე ამ ფაქტობრივ მოცემულობას არ აღიარებს, უბრალოდ სასაცილოა.
მე ვიცი, რა პრობლემები იყო გირჩში;
ისიც ვიცი რამხელა მოთმინებით სცადე ამ პრობლემების მოგვარება ბევრჯერ;
ვიცი, როგორ აგროვებდი, გირჩიდან არადამიანური მოქცევის გამო წასულ/გაქცეულ ადამიანებს;
ვიცი, როგორ სათითაოდ აგროვებდი და აგროვებ გირჩის მხარდამჭერებს…
მესმის, რა ძნელია, როცა შენს შეგროვებულს და შენს ნაწვალებს ვიღაც ანიავებს…
ჩემი მხარდაჭერა შენ და ყველა იმ გირჩელს ვინც გვერდით გიდგას!“. – წერს გოგა ხაჩიძე.

შეგახსენებთ, ზურა ჯაფარიძემ Facebook-ზე დაწერა, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

ამ განცხადების შემდგ, იაგო ხვიჩია, თქვა, რომ ის და ზურა სამყაროს ერთნაირად უყურებენ და შეუძლებელია, აზრთა სხვადასხვაობა ყოფილიყო.

ამავე თემაზე:  „ვწყვეტ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას”- ტორესა მოსიმ “გირჩი” დატოვა

„ვერ გავიგე რას ნიშნავს ჯაფარიძის ეს განცხადება, მიდის თუ ჩვენ გვაგდებს”- რაქვიაშვილი ჯაფარიძეს ეხმიანება

 

 

იტვირთბა....