ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვერ გავიგე რას ნიშნავს ჯაფარიძის ეს განცხადება, მიდის თუ ჩვენ გვაგდებს”- რაქვიაშვილი ჯაფარიძეს ეხმიანება

“გირჩის” ერთ-ერთი წევრი სანდრო რაქვიაშვილი მასსა და პარტიის რამდნიმე წევრთან პატიული საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე პარტიის ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, ბოლო პერიოდში პარტიაში კონფლიქტი არ ყოფილა და რა გახდა ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიზეზი, მისთვის უცნობია.

“მიზეზი არ ვიცით, თვითონაც თქვა, რომ მიზეზს არ დაასახელებს და ადრე თუ გვიან, უნდა გავიგოთ. მე არ მახსოვს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კამათი ყოფილიყო. კამათი ჩვენთან ყოველთვის არის, რაზე არ გვიკამათია, „გირჩში“ ვართ ბოლოს და ბოლოს. ბოლო დღეებში არაფერი ხდებოდა. აი, გუშინაც, მე, ზურა და ვახო ერთად ვისხედით ოპოზიიციის შეხვედრაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით. კონფლიქტი ბოლო დღეებში არ გვქონია,”- აცხადებს რაქვიაშვილი “ინტერპრესნიუსთან.”

რაქვიაშვილის თქმით, მისთვის წარმოუდგენელია, ჯაფარიძე “გირჩიდან” წავიდეს, ან სხვებს მოუწოდოს პარტიის დატოვება.

“თავიდან ეს ხუმრობად აღვიქვით. მეორე დღეს ანუ გუშინ ვსაუბრობდით ერთად ოპოზიციასთან და საღამოს უკვე აღვიქვით, რომ ეს აღარ იყო ხუმრობა. ვერ გავიგე რას ნიშნავს მისი ეს განცხადება, მიდის, ჩვენ გვაგდებს თუ რას ნიშნავს არ ვიცი. ორი დღე დავხარჯეთ მიზეზის გასარკვევად და ვერ გავარკვიეთ და არც ვერსია მაქვს. ზურა გირჩი ჯაფარიძე “გირჩიდან” რომ გავიდეს, ჩემთვის ცოტა უცნაური იქნება. არ წარმომიდგენია, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე “გირჩიდან” წავიდეს და კიდევ უფრო არ წარმომიდგენია, რომ ზურამ თქვას თქვენ წადი, მე აქ ვრჩებიო. ტექნიკურად წარმოუდგენელი რაღაცაა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

“გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.

 

იტვირთბა....