“გირჩის” წევრი ტორესა მოსიმ ზურაბ ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, პარტია დატოვა.
როგორც ტორესა მოსი სოციალურ ქსელში წერს, მას არ სურს, რომელიმე პარტიასთან იყოს ასოცირებული.
“მე ვწყვეტ ყველანაირ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას და ზოგადად არ მსურს ასოცირებული ვიყო რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.
ამიტომ ვტოვებ ამ ჯგუფსაც, პორტალსაც, ზოგადად გირჩის ყველა ჯგუფს.
არ მინდა ეს აღქმული იყოს როგორც რაიმე მხარის არჩევა. არ ვაპირებ რომელიმე მხარეს, რომელიმე პარტიაში ყოფნას.
წარმატებები თავისუფლებისთვის ბრძოლაში ყველას,” – დაწერა ტორესა მოსიმ.
“გირის” ლიდერიმა ზურა ჯაფარიძემ დღეს სოციალურ ქსელსი დაწერა, რომის იაგო ხვიჩიასთან, ვახო მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას აღარ აპირებს.