სამივე მოთხოვნას მხარს ვუჭერ. ცხადია, დახვეწას ითხოვს – ამის შესახებ, ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, რითაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმას ეხმაურება:
“ვა, პირველად დავეთანხმე დანაშაულის ჩამდენს.
დღეს წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში პირი შეიჭრა და 3 მოთხოვნა წარადგინა:
1. აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები
2. ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში.
3. ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს თავდამსხმელი.
სამივე მოთხოვნას მხარს ვუჭერ. ცხადია, დახვეწას ითხოვს.
რა თქმა უნდა, ძალადობას არ ვამართლებ, მაგრამ ეგებ ამის მოთხოვნებზე სახელმწიფო დაფიქრდეს და პრობლემის არსს ჩაუღრმავდეს”, – წერს ჩანადირი.
ცნობისთვის, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები უკვე წამოაყენა.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია.