ახალი ამბები მთავარი

“რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად ყველა მძევალი გათავისუფლებული და თავდამსხმელი დაკავებულია” – სირაძე

საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელი დაკავებულია.

როგორც სირაძემ აღნიშნა, მძევლები უვნებლად გათავისუფლდა.

“ღონისძიება წარმატებით დასრულდა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების და ასევე, სპეციალური ოპერატიული საგამოძიებო სამუშაოების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია. დამატებით დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ”, განაცხადა სირაძემ.

ცნობისთვის, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თავდასხმელმა ლაივ ჩართვაში მოთხოვნები უკვე წამოაყენა.

იტვირთბა....