მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” შენობაში შეჭრილი თავდამსხმელი, რომელსაც 9 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი, ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს.
შეიარაღებულ პირს მთავრობასთან პოლიტიკური მოთხოვნები აქვს.
კერძოდ, შეიარაღებული პირი მოითხოვს, პარლამენტში პოლიტიკოსები შეიკრიბონ და სამი კანონი მიიღონ.
“შეიკრიბოს ყველა პარლამენტარი ვინც იყო არჩევნებამდე, ვინც არჩევებში იღებს მონაწილეობას და მიიღონ სამი კანონი: აიკრძალოს ყველანაირი აზარტული თამაშები, მეორე, ბანკებს მიეცეს მარტო უფლება, წლიური 7%-იანი სესხი დააწესონ, მესამე, აფთიაქებსი წამლების ღირებულება სემცირდეს,”- ამბობს თავდამსხმელი.
შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ემბისის” კუთვნილ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა. პირმა მძევლად 9 ადამიანი აიყვანა.
იცილეთ ვიდეო, რა ხდება ადგილზე.