„ამერიკა საქართველოსგან დემოკრატიულ ნაბიჯებს ელოდება და არა იმ ფეოდალურ წყობილებას, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არის. სიმართლე რომ ვთქვა, სერიოზულად რაზე უნდა ელაპარაკო ჩვენს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ნამდვილად არ ვიცი. მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყურადღებით აკვირდება და საქართველოში მიმდინარე პროცესები, ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება“.
ნინო ბურჯანაძე, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე
აღნიშნული განცხადება მან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.