ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თემქაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პარტია “ლელო” განცხადებას ავრცელებს

თემქაზე მომხდარ საზარელ მკვლელობასთან დაკავშირებით, “ლელო” განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მკვლელობაში ბრალდებული ნიკა ნარიმანიძე არც პარტიის წევრია და არც მხარდამჭერთა სიებში ირიცხება.

„ლელო“ მწუხარებას გამოთქვამს თემქაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის გამო. იმედს ვიტოვებთ, რომ დანაშაული სწრაფად იქნება გამოძიებული სამართალდამცველების მიერ და დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.
ნიკა ნარიმანიძე პარტია „ლელოს“ არც წევრთა, არც მხარდამჭერთა სიებში ოფიციალურად არ ირიცხება. ეს პირი “ლელოს” პარტიულ საქმიანობაში უშუალოდ არ ყოფილა ჩართული.

გარკვეული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ, დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი „ლელოსთან“ დააკავშირონ, თუმცა ეს ინფორმაცია ტყუილია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ნიკა ნარიმანიძეს რაიმე ოფიციალური მიმართება „ლელოსთან“ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ლელოს“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ნიკა ნარიმანიძე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციაში, მათ შორის, ჩართული იყო პროფკავშირების და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქტივობებში, სადაც „ლელოს“ აქტივისტებიც იღებდნენ მონაწილეობას”, – ნათქვამია “ლელოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. აღნიშნული მკვლელობა თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრის ლევან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის საცხოვრებელ ბი­ნა­ში მოხდა.

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავა.

იტვირთბა....