ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ბეწვზეა გადარჩენილი, როგორც გვითხრეს ლევანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება” – რას ამბობს თაკო ჩარკვიანი თანაპარტიელის სახლში მომხდარ მკვლელობაზე

“ლევანი საავადმყოფოშია, როგორც გვითხრეს, მართვით სუნთქვაზეა,“ –  ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში თემქაზე მომხდარი მკვლელობის საკითხზე კომენტირებისას აცხადებს.

როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, პირი, რომელმაც მიშო მელიქიშვილს ყელი გამოჭრა, გოგონასთან ერთად ლევან შაბურიშვილის სახლში იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, იმ მომენტში, როცა მამაკაცს ყელი გამოჭრეს, ლევან შაბურიშვილი ოთახში არ იმყოფებოდა და ყვირილის ხმაზე გამოვიდა, რა დროსაც მასაც დაზიანებები მიაყენეს.

„ბეწვზეა გადარჩენილი, სახლი გადამწვარია. თავიდან ასე გავიგეთ, რომ ხანძარი გაჩნდა, თურმე, ლევან შაბურიშვილთან სახლში მივიდა ის ბიჭი გოგოსთან ერთად… ლევანი ყვირილზე გამოვიდა და ნახა, რომ მიშო ძირს ეგდო ყელგამოჭრილი. მასაც ყელში გამოუვსა, ლევანი გარეთ გავარდა შველის სათხოვნელად, ვიღაც ღვთისნიერმა სასწრაფო გამოიძახა და დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიშო გარდაიცვალა, ალბათ, არტერიაში მოხვდა. ამ პირს სავარაუდოდ კვალის დაფარვა უნდოდა და სახლს ცეცხლი წაუკიდა. აფთიაქიდან და მაღაზიიდან ვიდეოკამერები ამოიღეს, სახანძრო გამოიძახეს და ეს ბიჭი დააკავეს. ლევანი საავადმყოფოშია, როგორც გვითხრეს, მართვით სუნთქვაზეა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით დაწვეს. აღნიშნული მკვლელობა თაკო ჩარკვიანის პარტიის წევრის ლევან შა­ბუ­რიშ­ვი­ლის საცხოვრებელ ბი­ნა­ში მოხდა. თავად ბინის მესაკუთრე კი ყელის არეშია დაჭრილი და ის ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავა.

იტვირთბა....