“წლის ბოლომდე ჩვენ ვამზადებთ კიდევ რამდენიმე გადაწყვეტილებას სანქციაზე – რუსული სუბიექტებისა და რუსეთის აგრესიის მხარდამჭერების წინააღმდეგ” -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
სანქციების მინიმუმ ერთი პაკეტი იქნება მიმართული რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული პირების მიმართ, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ რუსეთის, არამედ, ჩინეთის წარმომადგენლებსაც. ჩვენ ასევე ვამზადებთ სანქციებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ამართლებენ რუსეთის აგრესიას და ხელს უწყობენ რუსეთის გავლენას მასობრივი კულტურის მეშვეობით, ასევე იმ სპორტსმენების წინააღმდეგ, რომლებიც თავიანთ სპორტულ კარიერას და საზოგადოების ყურადღებას სპორტის მიმართ იყენებენ რუსული აგრესიის განსადიდებლად.
ჩვენ ევროპულ ინსტიტუტებთან ვმუშაობთ ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტის დეტალებზე, რომლის მთავარი მიზანია პუტინის ენერგეტიკულ აქტივებსა და მასთან დაკავშირებულ ოლიგარქებზე ევროპული სანქციების ზეწოლის გაფართოება. კანადა ასევე ამზადებს სანქციების ახალ პაკეტს – მადლობა ამ სამუშაოსთვის. უკრაინა ასევე გააგრძელებს სანქციების სინქრონიზაციის პროცესებს” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე.

