“ევროკომისია საკუთარ გადაწყვეტილებებს ჩამორჩა. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უკვე დიდი ხნის წინ შეაჩერა ევროკომისიამ და და ევროკავშირის რიგი წევრი ქვეყნები სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიუყვებიან გაურკვეველი მიზეზებით, სხვათა შორის, სამართლებრივი საფუძვლები კიდევ საკითხავია” – მაკა ბოჭორიშვილი.
შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების არსებობის ფონზე კიდევ გამეორება და ასეთი მუქარა, კიდევ გვიმყარებს იმ მოსაზრებას, უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ერთადერთი მიზნისთვის: აშანტაჟონ ჩვენი ქვეყანა” |-თქვა ბოჭორიშვილმა ევროკომისიის ბოლო ანგარიშის შეფასებისას.
ევროკომისიამ სავიზო რეჟიმის შეჩერების საკითხზე ანგარიში 19 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის. ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოთ დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ კი – მთელ მოსახლეობას:

