ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სამართალდამცავებმა თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 31 წლის მამაკაცთან ერთად ერთი გოგონა დააკავა

სამართალდამცავებმა თემქაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ 31 წლის მამაკაცთან ერთად ერთი გოგონა დააკავა.

შესაბამისი უწყების ინფორმაციით, დაკავებულ გოგონას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეგობარ გოგონასთან – 1999 წელს დაბადებულ ა.უ.-სთან და კიდევ ერთ ნაცნობთან – 1984 წელს დაბადებულ მ.მ.-სთან ერთად, 1983 წელს დაბადებული ლ.შ.-ის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად იმყოფებოდა. მ.მ.-სა და ნ.ნ.-ს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც ნ.ნ.-მ ცივი იარაღის გამოყენებით მ.მ.-სა და ლ.შ.-ს. სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ლ.შ. – მ გაქცევა მოასწრო, ხოლო მ.მ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ლ.შ. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გადაყვანილია ერთ-ერთ საავადმყოფოში. ბრალდებულმა, კვალის დაფარვის მიზნით, შემთხვევის ადგილზე ხანძარი გააჩინა და თანმხლებ გოგონასთან ერთად მიიმალა.” – ნათქვამია შსს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თემქის დასახლებაში მოკლული მამაკაცი და ყელის არეში დაჭრილი ლევან შაბურიშვილი თაკო ჩარკვიანი პარტიის „კანონი და სამართლის“ წევრები იყვნენ.

იტვირთბა....