“კარგად მესმის გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ამის შესახებ მან დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
შეგახსენებთ, 8 ნოემბრიდან ოპოზიცია პარლამენტის წინ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.