კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს.
კანონპროექტის თანახმად, “აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების – ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება”.
ამასთან, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
გარდა ამისა, დაუშვებელი იქნება ინტერვიუს ან სატელეფონო საუბრის ჩაწერა წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს, „ქართულმა ოცნებამ“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ორი პაკეტი დააინიცირა.