ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა” – ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება

“ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც [ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები] ჩატარდა”,— ამის შესახებ ბრიუსელში IPN-ს ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში განუცხადეს.

“ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ. რაც შეეხება ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც გაიმართა საქართველოს ოკუპირებულ, სეპარატისტულ რეგიონ აფხაზეთში, ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ის ჩატარდა. ევროკავშირი გააგრძელებს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას”, — აცხადებენ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში.

იტვირთბა....