„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ არჩევნების საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს ჩატარდება, მანამდე კი იქნება თვითმმართველოს არჩევნები, რომელშიც მიიღოს მონაწილეობა ყველამ, ვისაც რამის თავი აქვს.
„ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ – 100%-ით, რომ არჩევნები ჩაინიშნება რამდენიმე თვეში, ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვთ, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მონაწილეობა მიიღონ და ნახავენ, რა შედეგებს მიიღებენ.
რაც შეეხება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებს, ეს გაიმართება, როგორც კანონით არის დადგენილი – 2028 წელს. დანარჩენი ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ, არის აბსურდი და სრული სისულელე. თუ ვიღაცა გამოდის იქ, რუსთაველზე, რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება… ყველას აქვს უფლება შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი მოსაზრება, მთავარია ეს იყოს მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა კალაძემ.