ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას გახარიას პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ცნობისათვის, გიორგი გახარია თვითიზოლაციაში 31 ოქტომბერს გადავიდა, ვინაიდან მას ხანგრძლივი კომუნიკაცია ჰქონდა დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებით კორონავირუსი დაუდგინდა. 2 ნოემბერს კი ცნობილი გახდა, რომ პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

იტვირთბა....