ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჯარიმების და სახდელების კუთხით ცვლილებები არავითარ სიახლეს არ მოიცავს. გავრცელდება ის პასუხისმგებლობები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“ – გორდულაძე

„ქართული ოცნების“ წევრმა, არჩილ გორდულაძემ ჯარიმების საკითხის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით,„ჯარიმების და სახდელების კუთხით ცვლილებები არავითარ სიახლეს არ მოიცავს. გავრცელდება ის პასუხისმგებლობები, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“

„რაც შეეხება ჯარიმებს ან სხვა სახდელებს, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი ცვლილება არავითარ სიახლეს არ მოიცავს. რაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, ზუსტად იგივე პასუხისმგებლობები გავრცელდება მათ შორის, ბრიტანული მოდელიდან გამომდინარე დარღვევებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, იქნება გაფრთხილება, შემდეგ ჯარიმა, რომელიც სამართლიანი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე სასამართლოში გასაჩივრდება. ამავდროულად, სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული აქტის მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ავტორიზაციის შეჩერებას ეხება. სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული სასამართლოს მიერ, ასეთი რამე პრაქტიკაში ვერ იმუშავებს“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ამასთან გორდულაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ ეხება არც გაზეთებს და არც ონლაინ მედიას, რადგან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია გაზეთებზე და ონლაინ მედიებზე საერთოდ არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

იტვირთბა....