საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია “ტვიტერზე” აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომეოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.
როგორც გახარია წერს, პომპეოს ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას.
“მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში”, – წერს გახარია.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.