ახალი ამბები მთავარი სამართალი

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული აკაკი ხუსკივაძე განყოფილებაში შეუძლოდ გახდა

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთი პირი, აკაკი ხუსკივაძე, რომელიც ცესკოს წევრია, შეუძლოდ გახდა.ამის შესახებ აკაკი ხუსკივაძის ადვოკატმა თამარ ქუთათელაძემ განაცხადა.

თამარ ქუთათელაძის განცხადებით, მომხდარის გამო, ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში  სასწრაფო გამოიძახეს.

“განსაკუთრებული ცინიზმით გამოირჩევიან პოლიციის თანამშრომლები. ადამიანი ცუდად იყო. არ აპირებდნენ სასწრაფოს გამოძახებას, მე შევატყობინე ხალხს გარეთ რომ ცუდად იყო. ბრალდებული ისე წაიყვანეს, დაკავების ოქმი არ გადასცეს არც მას და არც მეც. ბრალის დადგენილებაც არ გადმოგვცეს. საერთოდ, ბრალდებულის უფლებებიც მე წავუკითხე, პოლიციას ამის სურვილი და ვალდებულება თურმე არ ჰქონდა”,-აცხადებს თამარ ქუთათელაძე.

ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ბრალი წარუდგინეს ქრთამის შეთავაზებისა და მუქარის მუხლებით.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ი იმავე კომისიის წევრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს.

შეგახსენებთ, ცესკოს თანამშრომელი, თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში დღეს, 7 ნოემბერს გარდაიცვალა. ქართულმა ოცნებამ მის გარდაცვალებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....