ახალი ამბები მთავარი სამართალი

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე კომისიის წევრები დააკავეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია ორი პირი.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში იმავე კომისიის წევრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის ორივე პირი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

გამოძიებას ცესკოს წევრების მხრიდან სავარაუდ განხორციელებული მუქარის შესახებ თავად გარდაცვლილის ახლობელმა ზაალ ზაალიშვილმა მიაწოდა.

როგორც ზაალ ზაალიშვილმა განაცადა, ენმ-ის აქტივისტები, ამავე დროს თედოორე გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თედო გობეჯიშვილის შეხვდნენ და მას თანხის სანაცვლოდ თანამდებობიდან ხმაურით წამოსვლა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ.

ზაალიშვილის ინფორმაციით, პარტიის აქტივისტები გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეში მოხვდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ცესკოს თანამშრომელი, თედორე გობეჯიშვილი 43 წლის ასაკში დღეს, 7 ნოემბერს გარდაიცვალა. ქართულმა ოცნებამ მის გარდაცვალებაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დაადანაშაულა.

“ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ისნის საულქო კომისიის თავჯდომარე, თედო გობეჯიშვილი “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მუქარისა და ზეწოლის შემდეგ გარდაიცვალა.

იტვირთბა....