ახალი ამბები მთავარი სამართალი

თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე “ნაცმოძრაობის” აქტივისტი დააკავეს

პოლიციამ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე “ნაცმოძრაობის” აქტივისტი აკაკი ხუსკივაძე დააკავა.

აკაკი ხუსკივაძე ერთ-ერთი იყო იმ პირთაგან, რომლებზეც ინფორმაცია გამოძიებას თედორე  გობეჯიშვილის ახლობელმა ზაალ ზაალიშვილმა მიწოდა.

როგორც ზაალ ზაალიშვილმა განაცადა, ენმ-ის აქტივისტები, ამავე დროს თედოორე გობეჯიშვილის მეგობრები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე თედო გობეჯიშვილის შეხვდნენ და მას თანხის სანაცვლოდ თანამდებობიდან ხმაურით წამოსვლა შესთავაზეს, უარის მიღების შემდეგ კი დაემუქრნენ.

ზაალიშვილის ინფორმაციით, პარტიის აქტივისტები გობეჯიშვილს ემუქრებოდნენ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ციხეში მოხვდებოდა.

აკაკი ხუსკივაძე საბურთალოს პოლიციასთან მისი ავტომობილის ჩხრეკის დასრულების შემდეგ დააკავეს. სავარაუდოდ დაკავებულია აკაკი კობალაძეც.

“ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ხელაშვილმა განაცხადა, რომ ისნის საულქო კომისიის თავჯდომარე, თედო გობეჯიშვილი “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მუქარისა და ზეწოლის შემდეგ გარდაიცვალა. შსს-ს თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე 115-ე მუხლით აქვს აღძრული.

იტვირთბა....