ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნაცმოძრაობის აქტივისტების მუქარის შემდეგ დაიღუპა” – გიორგი ხელაშვილი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრმა გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ისნის საულქო კომისიის თავჯდომარე, თედო გობეჯიშვილი “ნაცმოძრაობის” აქტივისტების მუქარისა და ზეწოლის შემდეგ გარდაიცვალა.

როგორც ხელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრისკენ უკვე მოუწოდა.

“დაიღუპა ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი, რომელიც ამ სამსახურში მუშაობდა 2006 წლიდან. ჩვენი ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები გუშინ რამდენიმე საოლქო კომისიის თავმჯდომარეს რეპრესიებით ემუქრებოდნენ, ზეწოლისა და მუქარის გამოყენებით. ერთ-ერთი ამგვარი ზეწოლის შემთხვევა მოხდა სწორედ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გარდაიცვალა. ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს დაუყონებლივ აღძრან სისხლის სამართლის საქმე ამ მიმართულებით”.

იტვირთბა....