ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებულის, ბადრი ესებუასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა.
TV “პირველმა” ფარულად ესებუას დეიდა და დეიდაშვილი ჩაწერა. როგორც საუბრიდან ირკვევა, ბადრი ესებუა თავდასხმიდან მეოთხე დღეს დეიდის სახლში მივიდა.
როგორც დეიდაშვილი ამბობს, მან შეამჩნია, რომ ბადრი ესებუა ანერვიულებული იყო, თუმცა მიზეზად დაღლილობა დაასახელა.
“მეოთხე დღე იყო, გაგვიკვირდა, ნუთუ აქ ასე ახლოს როგორ გაბედე მოსვლა-თქო. როცა შემოვიდა, ვკითხე, აფორიაქებული, ანერვიულებული რატომ შემოხვედი-მეთქი, მეგობრის სახლში ვიყავი და ძალიან გადავიღალეო,”- აცხადებს ბადრი ესებუას ნათესავი.
როგორც ბრალდებულის ახლობელი ამბობს, საუბარი მომხდარ თავდასხმაზეც ჰქონდათ, თუმცა როგორც ბადრიმ უთრხა, მას ამ ფაქტთან არანაირი კავშირი ჰქონდა.
როგორც ირკვევა, ესებუა დეიდასთან იმ დროს იმყოფებოდა, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ბრალდებულის ძებნა მთელი ქვაყნის მასშტაბით მიმდნარეობდა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სმაინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე” თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. უწყებამ ბადრი ესებუას ფოტოც გაავრცელა.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.