მთავარი ციტატა

“ამ ქუჩური ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით” – გახარია

“სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ამ ქუჩური ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით. ეს ჩვენი დემოკრატიული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წერტილი და მთავარი გამოწვევაა. ჩვენმა მოქალაქეებმა ესეც უნდა დაინახონ, ესეც ჩვენი მოსახდელია. გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და პანდემიის პირობებში, როდესაც ასეთი გამოწვევები დგას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის კუთხით და ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, ახლა ვუყურებთ ელემენტარულ დესტრუქციულ, პროვოკაციულ ქმედებებს, რომელთა მიზანიც ნათელია.”

გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ამის შესახებ გახარიამ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, “რაც უფრო მეტი კრიზისია – უკეთესია ოპოზიციისთვის. რაც უფრო მეტი იქნება ვირუსის გავრცელება – უკეთესია ოპოზიციისთვის. რაც უფრო მეტი პრობლემა იქნება სახელმწიფო სისტემებში, ჯარში, პოლიციაში, სამედიცინო სექტორში – უკეთესია ოპოზიციისთვის.”

იტვირთბა....