“ამ ეტაპზე, სომხთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან მოლაპარაკებებს გამოვრიცხავ,” – აღნიშნული განცხადება აზეირბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ესპანურ სააგენტო EFE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ილჰამ ალიევი ესპანურ გამომცემლობასთან საუბრისას აღნიშნავს, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ნიკოლ ფაშინიანთან ბევრი შეხვედრა ჰქონდა, მაგრამ ყოველი შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა.
„მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან ბევრი შეხვედრა მქონდა, თუმცა ეს შეხვედრები უსარგებლო და უშედეგო იყო. როდესაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, აცხადებდა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობისთვის მზად იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკების პროცესის შესაფერხებლად. ამიტომ, ამ ეტაპზე მასთან შეხვედრას აზრი არ აქვს. ვფიქრობ, მოლაპარაკებისთვის სწორი ფორმატი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იქნება“, – განაცხადა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.
თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.