ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნარიყალაზე ავიდე?” – სანიკიძე მელიასთან კონფლიქტის შესახებ საუბრობს

“ჩემსა და ნიკა მელიას შორის მომხდარ ინციდენტს მე და მელია გავარკვევთ – არ მგონია, ეს საქვეყნო თემა იყოს. მთავარი საყვედური ჩემს მიმართ არის ის, რომ დრო და ადგილი არ იყო სწორად შერჩეული. აბა, ნარიყალაზე ავიდე და განცხადება იქედან გავაკეთო?! რას ნიშნავს, დრო და ადგილი არ არის სწორი?! ყველას, ვინც ოპოზიციას გულშემატკივრობს, უმორჩილესად ვთხოვ, მიკარნახონ, შემირჩიონ დრო და ადგილი. ეს გაუგებარი ამბავია.”

გუბაზ სანიკიძე – გაერთიანებული ოპოზიციის წევრი.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.

იტვირთბა....