მთავარი ციტატა

“ვისაც კუჭისგვრემები და პოლიტიკური ფაღარათი აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ…”- გუბაზ სანიკიძე

“ვისაც კუჭისგვრემები და პოლიტიკური ფაღარათი აქვს დაწყებული, ყველას მივმართავ, დღეს რომ ამბობენ – არ შევალთო და ძალიან პოზიტიური ერთიანი პოზიცია რომ არსებობს, მათ ჰყავთ მეხოტბეებიც სოციალურ ქსელებში, ისე არ აღმოჩდეს, ქალბატონებო და ბატონებო, რომ თქვენმა ფალავნებმა გადაყლაპონ სხვა რაღაცა და გუბაზ სანიკიძე დარჩეს გარეთ.”

გუბაზ სანიკიძე – „გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთი ლიდერი

“პალიტრანიუსი”

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნების ლეგიტიმურობა არ ცნეს, მათ ბოიკოტი გამოაცხადეს და საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს და ამ მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს.

ამასთან, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი, რომ ახალი მოწვევის პარლამენტში არ შევლენ.

იტვირთბა....