მთავარი ციტატა

“ივანიშვილი არის ბაყბაყდევივით ჩამდგარი ხალხსა და ქართლის დედას შორის”- უგულავა

“პოლიციამ უნდა იცოდეს, ისევე როგორც, ყველა თბილისელმა და სტუმარმა იცის, მთელი გზა არის საჯარო, ხალხის საკუთრებაში და თქვენ ხედავთ, რომ ივანიშვილი არის ხალხსა და ქართლის დედას შორის ჩამდგარი ბაყბაყდევივით.”

გიგი უგულავა – “ევროპი;ი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი

შეგახსენებთ, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა და აქტიივსტებმა რუსტაველზე აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინ, 1-ელ ნოემბერს 16:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეებმა მსვლელობა სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყვეს. ხმაური იყო ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან, სადაც მცირე ინციდენტებიც მოხდა. აქციის მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ მიმავალი გზა სამართალდამცველებმა გადაუკეტეს. მოგვიანებით კი, აქტივისტები რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ და აქცია გააგრძელეს. 

იტვირთბა....