ახალი ამბები ვიდეო მთავარი პოლიტიკა

(ვიდო) აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრიდან თავისუფლების მოედანზე ბრუნდებიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრიდან უკან, თავისუფლების მოედანზე ბრუნდებიან. ისინი გეგმავენ, რომ საკანონდებლო შენობის წინ ღამე გაათიონ. ამის შესახებ “მეტრონომის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

ცნობისათვის, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რეზიდენციასთან მივიდნენ, პოლიციის კორდონი გაარღვიეს.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციის მონაწილეები არჩევნების ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებენ და ახალი, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

ფოტო: “მეტრონომი”

იტვირთბა....