მთავარი ციტატა

“ალბათ თქვენც გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდის ტროტუარები”- წულუკიანი ჟურნალისტებს

“ზუგდიდში ჩვენ არ ვიხილეთ სისხლისღვრა. ეს არის მთლიანად იმ სახელმწიფო სტრუქტურების და პოლიციის დამსახურება, რომელსაც თქვენ, სამწუხაროდ, ჩამოშლილს უწოდებთ. თქვენ თუ ეს ჩამოშლად მიგაჩნიათ, ალბათ არჩამოშლად მიიჩნევდით იმას, რომ ჩვენ, ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვღვიძებოდა ზუგდიდში, სადაც გტროტუარი მოფენილი იქნებოდა გვამებით. ალბათ მავანისთვის ეს უფრო იქნებოდა სასიხარულო. ალბათ თქვენც გაგიხარდებოდათ გვამებით მოფენილი ზუგდიდური ტროტუარები, რაც არ მოხდა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა პოლიციას.”

თეა წულუკიანი- ქართული ოცნების საარჩევნო სიის მე-4 ნომერი

ამის შესახებ თეა წულუკიანმა ზუგდიდის სპეცოპერაციის კომენტირებისას განაცხადა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ბანკზე მომხდარი თავდამსხმელი, მოქმედი სამხედრო ბადრი ესებუაა. მოგვიანებით შინაგან საქმეტა სმაინისტრომ განცხადება ოფიციალურად გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე” თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა. უწყებამ ბადრი ესებუას ფოტოც გაავრცელა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბანკზე თავდამსმელი ბადრი ესებუა ამ დროისთვის დაკავებული არ არის და საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს.

განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომაც, სადაც ნათქვამია, რომ  ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ 43 ადამიანი მძევლად მძევლები აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

 

იტვირთბა....