ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“არავის არ აქვს უფლება წინასწარ წაუყენოს ბრალი ადამიანს მით უმეტეს ქართველ ჯარისკაცს” – დათო ხვიბლიანი

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის დროს აყვანილი მძევალი დათო ხვიბლიანი სოციალურ ქსელში მის მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება.

ყოფილი მძევალი მის მიმართ გაჟღერებულ ყველა ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს.

“მინდა დამატებით გამოვეხმაურო ჩემს განცხადებას ტელევიზიებთან და კიდევ ერთხელ დავაკონკრეტო რომ ჩემს მიმართ წამოსული ყველა ბრალდება რომელიც სხვადასხვა ტელევიზიებიდან გაჟღერდა არის სრული სიცრუე და ცილისწამება რომელიც შეურაცმყოფელია პირადად ჩემთვის და ასევე იმ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ვისთანაცერთად ვმსახურობ და მიმსახურია კიდეც, არავის არ აქვს უფლება დაარღვიოს უდანაშაულობის პრეზუმცია და წინასწარ წაუყენოს ბრალი ადამიანს მით უმეტეს ქართველ ჯარისკაცს , სანამ საგამოძიებო სამსახურები და სასამართლო დამნაშავედ არ სცნობს, კიდევ ერთხელ განვმარტავ რომ ვარ მართალი ჩემი ოჯახის ხალხის და სახელმწიფოს წინაშე ვემსახურები ქართველ ხალხს და საქართველოს სახელმწიფოს,” – წერს სათო ხვიბლიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....