ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან” – თეთრი სახლის პრესმდივანი

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თეთრი სახლის განცხადება წაიკითხა.

“ვნახავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან”, – განაცხადა ჟან-პიერმა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა აშშ-ს ღრმა შეშფოთებას „კრემლის სტილის უცხოური აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით და ისაუბრა დემონსტრაციებზე, რომელიც თბილისში მიმდინარეობს. ჟან-პიერის თქმით, ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი დაშინებამ ვერ შეაჩერა.

„ჩვენ ხმამაღლა ვამბობდით ჩვენს შეშფოთებებს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება და საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს კიდევ უფრო დააშორებს, არ დაგვავიწყდეს ნატოც. ასევე, ქართველი ხალხი ნათლად გამოხატავდა თავის მოსაზრებას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ქუჩაში პროტესტით. ამ უქმეებზე ერთ-ერთი უდიდესი პროტესტი ვნახეთ საქართველოში, როდესაც ათობით ათასი მშვიდობიანი დემონსტრანტი, რომელიც დაშინებამ ვერ შეაჩერა, ეუბნებოდა თავის მთავრობას, რომ ამ კანონს დაუპირისპირდნენ, ვინაიდან, მათ ევროატლანტიკური მომავალი სურთ” – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.

იტვირთბა....