მთავარი ციტატა

“სომხეთმა უნდა გაათავისუფლოს ტერიტორიები და ამ შემთხვევაში მილსადენი შეიძლება გავიდეს აზერბაიჯანიდან სომხეთში”- ალიევი

“სომხეთმა უნდა გაათავისუფლოს ტერიტორიები და ამ შემთხვევაში მილსადენი შეიძლება გავიდეს აზერბაიჯანიდან სომხეთში, შემდეგ ნახიჩევანში და იქიდან თურქეთში. ეს იყო უმოკლესი გზა.. ის ისე შედგა, რომ სომხეთს გვერდს უვლიდა. თუმცა სომხები ფიქრობდნენ, რომ ჩვენ ამ მილსადენის აშენებას ვერ შევძლებთ, ამიტომ უარით უპასუხეს. ვფიქრობ, რომ ახლა ისინი ამას ნანობენ.”

ილჰამ ალიევი – აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში განაცხადა.

შეგახსენებთ, მთიან ყარაბაღში სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის გახსნაში მხარეები ბრალს ერთმანეთს სდებენ.

თავდაპირველად სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. აზერბაიჯანის მთავრობამ კი სომხეთს განუმარტა, რომ სომხეთის ქმედებებს უპასუხოდა არ დატოვებდა და მოგვიანებით აზერბაიჯანმა სამხედრო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.

9 ოქტომბერს მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ქვეყნების საგარეო უწყებებში განაცხადეს, რომ ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეწყდებოდა, თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

 

იტვირთბა....