მთავარი ციტატა

“ფულის შოვნის ამ “წარმატებული“ გზით წახალისებული რამდენი კრიმინალი დაიწყებს ხვალიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვას…” – ჯანგირაშვილი

“გამტაცებლებს და ტერორისტებს იმიტომ არ უკმაყოფილებენ მოთხოვნებს, რომ ტერორი და ადამიანის გატაცება მიზნის მიღწევის წახალისებულ და აპრობირებულ მეთოდად არ იქცეს და ათასობით და მილიონობით ადამიანი პერსპექტივაში საფრთხეში არ ჩააგდონ, არ მოხდეს ადამიანებით ვაჭრობის ლეგიტიმაცია. აბა დაძაბეთ ახლა ქოცური ტვინები და წარმოიდგინეთ, ფულის შოვნის ამ “წარმატებული“ გზით წახალისებული რამდენი კრიმინალი დაიწყებს ხვალიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვას. თუმცა, მგონი ტყუილად გიხსნით. ამდენი აზროვნება სად შეგიძლიათ.”

ნინო ჯანგირაშვილი – “TV კავკასიის” დირექტორი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....