ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

(ვიდეო) ნიკა გვარამიას საგანგებო განცხადება – ზუგდიდის სპეცოპერაციის ახალი დეტალები

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გავრამია, ზუგდიდის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

როგორც გვარამია აცხადებს, ირაკლი კვარაცხელიას ფეისბუქ ზარის და მისი ეთერში გასვლის შემდეგ, მას კიდევ ერთი უცნობი პირი დაუკავშირდა, რომელმაც თავდამსხმელთან ერთად მყოფი ადამიანები ამოიცნო. მისი ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელთან ერთად, მძევლებს შორის, იმყოფებოდა ორი მოქმედი სამხედრო პირი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....