ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როდესაც მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ, იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა, ვერაფერს ხედავ” – გრიგოლია

“როდესაც მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ, იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა, ვერაფერს ხედავ” – ამის შესახებ, ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

გრიგოლია გუშინ, ზუგდიდში განვითარებულ მოვლენს ეხმაურება:

“როდესაც ხელისუფლება ხარ, მძევლები ჯერაც ტყვეობაში არიან და შენ მედიას ებრძვი, ერთი სული გაქვს მიახრჩო. ელაპარაკები ზიზღით და დაწერილი მესიჯებით… როდესაც ფბზე ზიხარ და პირდაპირ ეთერში უყურებ, როგორ მუშაობენ პროდუსერები, ჟურნალისტები და ოპერატორები, რომლებიც თავს არ ზოგავენ, ყველაზე რთულ მომენტშიც მოგაწოდონ სრული სურათი ადგილიდან, იმაზე იცოფები, რას ჰქვია ლაივში მძევალი ჩართეთო, ამუნათებ მედიას, ამ დროს კი შეიარაღებული ტერორისტი აიძულებს მას დარეკოს და ჟურნალისტი ცდილობს, რამით დაეხმაროს მძევალს, თუნდაც იძულებითი ზარის ეთერში გაშვებით… როდესაც ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია და შენ ნაც-ქოცური ისტერიკა გაქვს ამ ამბავზე ატეხილი, ფბზე თუ ფეისბუქს მიღმა, მძევლის პოლიტიკურ წარმომავლობას არკვევ და გავიწყდება, რომ დატყვევებული ხალხის სიცოცხლე ამ წუთამდე საფრთხეშია, იმაზე მეტყველებს, რომ შენი ცხვირის გარდა, ვერაფერს ხედავ და სულ არ გადარდებს მძევლების ბედი. უფრო მეტის დაწერა მინდა, მაგრამ რა აზრი აქვს ამ ქვეყანაში რამის მტკიცებას, როცა ყველა ისე ჭრის და კერავს, როგორც თავად აწყობს. თავისუფალი მედია არ გყავდეთ, კი იქნებოდით მართლა ,,კანალების,, იმედად და ,,კანალებში,,ხოდა, როგორ გისურვოთ აბა ასეთებს (მაინც მეცოდებით ასეთი სიბნელისთვის!) ,,იმედი,, ნუ მოგიშალოთ ღმერთმათქო!” – წერს გრიგოლია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, გარკვეული პერიოდით, ჯავშანტექნიკაც.

თავდამსხმელმა მოგვიანებით შენობა სამ მძევალთან ერთად დატოვა. კადრებიდან ჩანდა, რომ შენობის დატოვების დროს მას ერთი ხელი აწეული ჰქონდა და ხელში ხელყუმბარა ეჭირა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....