ახალი ამბები მთავარი სამართალი

პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკის ფილიალთან მიიყვანა, იდენტიფიცირებულია

იმ პირის პირი ვინაობა, რომელმაც თავდამსხმელი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან მიიყვანა, ცნობილია. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მ მოქალაქესთან სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.

„ვიცით, რომ ეს პიროვნება არის ჩაცმული სამხედრო ფორმაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემები, რომ უცნობმა პირმა იგი მიიყვანა დასახელებულ ბანკამდე, ხოლო ამ მოქალაქესთან სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს.

ეს პიროვნება არის რიგითი მოქალაქე, რომელსაც სავარაუდოდ შემხებლობა არ ჰქონდა ამ თავდასხმასთან. შემდგომ გამოძიება დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

იტვირთბა....