მთავარი ციტატა

“გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში”- ირაკლი ჩიქოვანი

ეს არის ისეთი ვითარება, როდესაც არცერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. გიგი უგულავას რა გაუკეთებია კრიზისულ ვითარებაში კარგად ცნობილია. გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში.”

ირაკლი ჩიქოვანი – “ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი

აღნიშნულით ჩიქოვანი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ იგი მზად არის მძევლები ჩაანაცვლოს.

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

 

იტვირთბა....