მთავარი ციტატა

“ყველა ასეთს იდიოტი კი არა “ჩათლახი” გეთქმით, ჩათვალეთ რომ უკიდურესად კორექტული და მოზომილი ვარ”- დავით ზურაბიშვილი

“ყველა, ვინც ახლა სერიოზულად ამტკიცებთ, რომ ზუგდიდში ბანკის ძარცვა და მძევლების აყვანა ნაცების მოწყობილი სპექტაკლია, უბრალოდ იდიოტები კი არ ხართ, არამედ სრულიად ამორალური და საზოგადოებისთვის საშიში იდიოტები. ხოლო, ვისაც ეს არ გჯერათ, მაგრამ მაინც ამას ამტკიცებთ, რახან “ომში ხართ ნაცებთან”, ასევე სრულიად ამორალური და საზოგადოებისთვის საშიში ხართ, ოღონდ იდიოტის ნაცვლად უფრო “ჩათლახი” გეთქმით. ესაა ჩემი კომენტარი. ჩათვალეთ რომ უკიდურესად კორექტული და მოზომილი ვარ.”

დავით ზურაბიშვილი – რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც მძევლებს შორისაა და სატელევიზიო ეთერით ჩაერთო, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტია

იტვირთბა....